აშშ-ის პრეზიდენტმა 1977 წელს მიღებული უცხოური კორუფციული პრაქტიკის აქტის (FCPA) აღსრულების შეჩერების ბრძანება გასცა.
დონალდ ტრამპის თქმით, ეს კანონი აზიანებს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში განკარგულების ხელმოწერისას აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების მოსყიდვის შიშით, ამერიკული ბიზნესი კონკურენციაში მარცხდება.
ტრამპს FCPA-ს გაუქმება მისი პირველი ვადის დროსაც სურდა. მან პრეზიდენტ ჯიმი კარტერის დროს მიღებულ კანონს “საშინელი” უწოდა და თქვა, რომ “მთელი მსოფლიო დასცინის” ამერიკელებს მის დამორჩილების გამო.
realpolitika.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ruka_w_h-rkkbRA-300x169.jpeg)