სომხეთის პარლამენტმა EU-ში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს დღეს, 12 თებერვალს 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტის ინიციატორია – სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ძალების პლატფორმა, რომელმაც 2 თვის განმავლობაში 60 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა, კანონპროექტის ინიცირებისთვის კი 50 000 ხმაც საკმარისი იყო.
2025 წლის 9 იანვარს სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე ს მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა.
2025 წლის 14 იანვარს სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.