ვივამედის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადეს, რომ მზია ამაღლობელს აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება.
მისივე თქმით, 30 დღის შემდეგ შიმშილობის ყოველი დღე არის სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულებების ძალიან დიდი რისკი.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს.
“ხანგრძლივ შიმშილობის პროცესი არის ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესი და გაგრძელებული შიმშილობის ყოველი დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებასთან – ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ცხიმების წვა, ცილების წვა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს კარდიო ვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა რა თქმა უნდა, მზადაა და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს. მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას 31 დღის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, [გადაადგილება] არაა მისთვის მარტივი, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს და უფრო აქტიური იყოს და იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველი შემდგომი დღე განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულებების”- თქვა ჩხაიძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/g19gd3sq7u8b8ss-WwwWKL-300x169.jpeg)