ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, დაღუპულია სამი მძევალი – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ღაზაში ომი გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები “ჰამასის” პოზიციებს უტევს და, ამასთან, ტყვეების გათავისუფლებაზე მუშაობს. ბოლო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სარაკეტო იერიშებს განაგრძობს “ჰამასიც”, იერუსალიმისკენ ნასროლი რაკეტები “რკინის გუმბათმა” გაანეიტრალა.
ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა ომის შემდეგ, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით “კერემ-შალომის” გამშვები პუნქტი პირველად გახსნა. ამას კი წინ უსაფრთხოების საკითხებში, ს მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ვიზიტი უძღოდა, რომელიც ისრაელს ომის მალე დასრულებისკენ მოუწოდებს.
“მძიმე და მტკივნეული სიახლე უნდა შეგატყობინოთ. შეიჯაიაში ბრძოლისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 3 ისრაელელი ტყვე შემთხვევით მიიჩნიეს საფრთხედ და მათ ცეცხლი გაუხსნეს. სამწუხაროდ, სამივე მათგანი მოკლულია. ეჭვი ცეცხლის გახსნის შემდგომი გამოკვლევისას გაგვიჩნდა, ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზე გადმოვასვენეთ, სადაც დადასტურდა, რომ ისინი ჩვენი ტყვეები იყვნენ,” – განაცხადა კონტრ-ადმირალმა, ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის უფროსმა, დანიელ ჰაგარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს