“არაფერს არ შეასრულებენ, მათ ეს კანდიდატის სტატუსი არ სჭირდებოდათ” – ლევან ხაბეიშვილი 9 დათქმის შესრულებაზე

კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღებულია. ევროინტეგრაციის პროცესში კი მომდევნო ეტაპი ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაა. ეს იმისთვის, რომ საქართველო შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად განაცხადი გააკეთოს. მთავრობამ სამუშაო გეგმა უკვე დაამტკიცა და ევროკომისიაშიც გაგზავნა. მმართველი გუნდი გეგმავს, რომ რეკომენდაციები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულოს და 2024 წლის ბოლოს წევრობაზე, მოლაპარაკებების გასახსნელად განაცხადი გააკეთოს.
რაც შეეხება ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, პუნქტების შესასრულებლად, მმართველი გუნდი არაფერს გააკეთებს.
“არაფერს არ შეასრულებენ, მათ ეს კანდიდატის სტატუსი არ სჭირდებოდათ. ამიტომ, ნუ გვექნება ილუზია, რომ ისინი რამეს გააკეთებენ. “ნაციონალური მოძრაობა” და სტრატეგია აღმაშენებელი” გააკეთებს თუ არაა საპარლამენტო მიმართულებით ყველაფერს, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს, ცხადია, გააკეთებს.
ფანტასტიკის სფერო და ოცნება არ არის ჩვენი საქმე, ჩვენი საქმეა პრაგმატულად საქმის კეთება. ამიტომ, არ მგონია, რომ “ოცნება” რამეს გააკეთებს,” – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით კი, პოლიტიკურმა სპექტრმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” მზადაა 9 დათქმის შესასრულებლად საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში