გვინდა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით

გვინდა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით
ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაური გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსს”, რომლის თანახმად, 2024 წელს, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და კორუფციის სიმცირით წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ მაქსიმალური პროგრესი განიცადოს.
“ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით და არცერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე.” – წერს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში