ხალხისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში

ყველაფერი გაირკვა, მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ახალი ადმინისტრაციის გზავნილები. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციას დასავლეთიდანაც ჰქონდეს მტრული განზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ, ამიტომ ვამბობთ ერთ რამეს, მთავარი არის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა.
მთავარია გამჭვირვალობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირებას და მიღებას მოჰყვა რევოლუციის მცდელობები, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ითხოვდა კანონპროექტის გაწვევას, საუბრობდნენ, რომ ამ კანონის მიღებით მტრად ვაცხადებდით აშშ-ს, თუმცა ყველაფერს ნათელი მოეფინა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მოისმინა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები.
„გახსოვთ, რომ ორჯერ დავაინიცირეთ კანონპროექტი „გამჭვირვალობის შესახებ“. ერთხელ უკან მოხდა მისი გაწვევა, მეორედ მივიღეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებას მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და მაშინდელი გზავნილებიც გემახსოვრებათ, ანუ რატომ ვიღებდით ჩვენ ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ითხოვდა ამ კანონის გაწვევას და ა.შ.
ასევე, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ კანონპროექტით ჩვენ მტრად ვაცხადებდით აშშ-ს და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ნათელი მოეფინა, ყველაფერი გაირკვა, მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ახალი ადმინისტრაციის გზავნილები. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციას დასავლეთიდანაც ჰქონდეს მტრული განზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ, ამიტომ ვამბობთ ერთ რამეს, მთავარი არის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა.
მთავარია გამჭვირვალობა, ხალხისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს ბოლომდე დაცული. გაირკვა, რომ თურმე, დიახაც, ყოფილ ადმინისტრაციას შეიძლებოდა ჰქონოდა მტრული განზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ის ფაქტები, რომლებიც ზიარდება ბოლო დროის განმავლობაში, მათ შორის, ამერიკელების მხრიდან, რაც უკავშირდება საქართველოში კონკრეტული ინიციატივების დაფინანსებას, ცხადჰყოფს, რომ კონკრეტული, მტრული განზრახვები ყოფილა სახეზე.
ჩვენთვის მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, დაცული იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და, სწორედ, ამას ემსახურებოდა თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირება, შემდეგ კი ამ კანონის მიღება. ჩვენ, მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა და უსამართლო თავდასხმებისა, მოვახერხეთ ამ კანონის მიღება და საჭიროა მისი სათანადო აღსრულება, რათა ჩვენი უსაფრთხოება იყოს მომავალშიც დაცული,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება