უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 30 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 30 დრონი ჩამოაგდეს.
„სულ რუსების თავდასხმისას Shahed-136/131 ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, რომელიც მტერმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით გაუშვა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
რუსების შეტევებს უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების მებრძოლები, ასევე, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები იგერიებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ