– პატივი უნდა ვცეთ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების სურვილს, თავიანთ სამშობლოში დარჩნენ – ახლა სწორი პასუხი არის არა უძრავი ქონების ოპერაცია, არამედ პოლიტიკური ოპერაცია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნებისმიერი ეფექტური პასუხი ღაზას აღდგენაზე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გქონდეს პატივისცემა ხალხის ან ქვეყნების მიმართ.
მაკრონმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პალესტინელებს საკუთარ სამშობლოში დარჩენა სურთ და პატივი უნდა სცენ ამ სურვილს.
„ახლა სწორი პასუხია არა უძრავი ქონების ოპერაცია, არამედ პოლიტიკური ოპერაცია. ღაზა არ არის ცარიელი ტერიტორია, ეს არის მიწა, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სურს ცხოვრება. ამ ორ მილიონს არ შეიძლება უთხრა: „იცით, თქვენ უნდა წახვიდეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისივე თქმით, ასევე პატივი უნდა სცენ ეგვიპტესა და იორდანიას, რომელსაც ღაზადან გადასახლებული პალესტინელების მიღებას სთავაზობს.
„ახლა სწორი პასუხი არის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა. ახლა არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ეს უნდა შენარჩუნდეს. ჰუმანიტარული აქტივობები უნდა განახლდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს”, – დასძინა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა