ცაჰკნა: საქართველო არ შეუერთდება EU-ს თავისი ახლანდელი კურსით – თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობას, მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

“სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება შეიძლება შეტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ნათელია, რომ საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი ს ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ [საქართველოს] ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა”.

– განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო მაღრაძე იტალიურ გამოცემას: ზემოაღნიშნული ფონის და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გათვალისწინებით საქართველოს იმავე ტემპერატურის დაპირისპირება მოსთხოვო რუსეთთან, როგორც გერმანიასა ან საფრანგეთს, ვფიქრობ, არც ლოგიკურია და არც სამართლიანი

„თბილისი ენერჯი“ – საბურთალო-ნუცუბიძეზე 76 700 აბონენტს გაზი უკვე მიეწოდება, სამუშაოები გრძელდება – რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები მეპატრონეებმა ღია დატოვეს