დონალდ ტრამპი რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ მასწავლებელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ გათავისუფლებული ამერიკელი მასწავლებელი, მარკ ფოგელი თეთრ სახლში მიიღო.
„ჩვენ მისი სახლში დაბრუნება გვინდოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ოთხშაბათს კიდევ ერთი ადამიანის გათავისუფლება მოხდება, თუმცა მისი ვინაობა არ დაასახელა.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, გაცვლის შედეგად, ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის გათავისუფლება უზრუნველყო, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული.
ფოგელი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 2021 წლის აგვისტოში დააკავეს, 17 გრამი მარიხუანას გადატანისთვის ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს და თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/nodiko-2022-03-29_12-55-39_067445-300x168.jpg)