გურიაში ძაღლმა ბავშვები დაკბინა – განსაკუთრებით მძიმეა 3 წლამდე ასაკის ბიჭის მდგომარეობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 წლისა და 2 წლისა და 7 თვის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს მიუსაფარი ძაღლი დაესხა. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის ქალაზე აქვს მიყენებული. ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვთან ერთად, დედა იმყოფებოდა, როცა მათ ძაღლი დაესხა თავს. დედასა და შვილებს მეზობელი მიეშველა, იმ დროს კი, როცა მცირეწლოვანს ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადაეყვანათ, ძაღლი იქვე, დედა-შვილის საცხოვრებელ სახლთან, მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, დედამ მეორე შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა.
ამ დროის მონაცემებით, უფროსი ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება