იორდანიის მეფე პალესტინელების მიღებაზე დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე – ღაზას აღდგენა პალესტინელების გადაადგილების გარეშე ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იორდანიის მეფე აბდულას მოუწოდა, მისმა ქვეყანამ ღაზას სექტორიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელები მიიღოს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ არ შეიცლის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ღაზას სექტორი მისმა მაცხოვრებლებმა უნდა დატოვონ, ტერიტორია უნდა აღდგეს და „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ იქცეს.
„ჩვენ ვაპირებთ მის აღებას. ვაპირებთ, საბოლოოდ მივაღწიოთ, რომ იქ შეიქმნას ბევრი სამუშაო ადგილი ახლო აღმოსავლელი ხალხისთვის“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მისი გეგმა რეგიონს მშვიდობას მოუტანს.
მეფე აბდულამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგ იორდანიის მტკიცე პოზიცია დაადასტურა.
„ეს არის არაბული სამყაროს ერთიანი პოზიცია. ღაზას აღდგენა პალესტინელების გადაადგილების გარეშე და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოგვარება ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს“, – აღნიშნა იორდანიის მეფემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ