თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
· მთაწმინდის რაიონი – ნიკო ნიკოლაძის ქ. N8-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:ნიკო ნიკოლაძის ქ. N8.
· მთაწმინდის რაიონი – პეტრე მელიქიშვილის გამზ. N43-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:პეტრე მელიქიშვილის გამზ. N 43. აღნიშნულ გამორთვას დაემატა: პეტრე მელიქიშვილის გამზ. N 45
· დიდუბის რაიონში – ჭოხონელიძის ქუჩის N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:50-დან 19:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ჭოხონელიძის და რონდელის ქუჩებს.