REUTERS: აშშ ევროპელ მოკავშირეებს უკრაინისთვის მეტი შეიარაღების შეძენას მოსთხოვს

ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, დაარწმუნოს ევროპელი მოკავშირეები, შეიძინონ მეტი ამერიკული იარაღი უკრაინისთვის მოსკოვთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, – განაცხადა საკითხთან ახლოს მყოფმა ორმა წყარომ.
ამ ნაბიჯმა შესაძლოა მოლაპარაკებებში გააძლიეროს ს პოზიციები.
თუ ეს გეგმა ოფიციალურ სახეს მიიღებს, ის გარკვეულ შვებას მოუტანს უკრაინის ლიდერებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დაბლოკოს ქვეყნისთვის დამატებითი დახმარება.
ევროპის ქვეყნებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში უკვე შეიძინეს უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღება.
-ის ოფიციალური პირები, მათ შორის ტრამპის უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, ამ კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპელ მოკავშირეებთან უკრაინისთვის იარაღის შეძენის შესაძლებლობას განიხილავენ, – განაცხადეს წყაროებმა.
ორშაბათს, „როიტერსთან“ ინტერვიუში, კელოგმა უარი თქვა გეგმაზე ესაუბრა, მაგრამ დასძინა: „აშშ ყოველთვის უჭერს მხარს ამერიკაში დამზადებული იარაღის გაყიდვას, რადგან ეს აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას.“
“ყველაფერი ახლა განხილვის პროცესშია,“ – აღნიშნა კელოგმა და დასძინა, რომ ს მიერ ადრე დამტკიცებული შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, კვლავაც გრძელდება.
„მთავარი პრინციპია, რომ ევროპამ უნდა შეითავსოს ეს კონფლიქტი,“ – კვირას განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა NBC News-თან ინტერვიუში. ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ჯერ უცნობია, აშშ ევროპული ქვეყნებისგან იარაღის შეძენას კომერციული კონტრაქტებით, თუ პირდაპირ ამერიკული სამხედრო მარაგიდან მოითხოვს.
ტრამპის ადმინისტრაციაში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს უკრაინის შეიარაღება.
ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ უკრაინისთვის ყველა სახის დახმარებას შეწყვეტდა. თუმცა, მისი ზოგიერთი მრჩეველი კულისებში აგრძელებს მუშაობას, რომ ვაშინგტონმა კიევი კვლავაც სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოს განსაკუთრებით მაშინ, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გადაიდება.
ჯო ბაიდენმა საკუთარი პრეზიდენტობის განმავლობაში ს 65 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო. მისი ადმინისტრაციის ბოლო თვეებში კიევმა მილიარდობით დოლარის დახმარება, დამატებით მიიღო.
თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი , აცხადებენ, რომ მათ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ, სანამ მოსკოვთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გასულ თვეში განაცხადა, რომ ევროპა მზად არის უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების შესაძენად ნაბიჯი გადადგას.
ამ ფონზე, ვაშინგტონმა და მოსკოვმა გაავრცელეს ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილები უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე, რაც კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ უახლოეს მომავალში ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს უკრაინისა და ს მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას.
კვირას, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ფიქრობს, რომ აშშ-ს გარკვეული პროგრესი აქვს ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ტრამპის კომენტარების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები „განქორწინების ზღვარზეა“.
მისი თქმით, „უკრაინამ უნდა უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე და გაიყვანოს თავისი ჯარები იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთმა დაიკავა.“
ამ კვირაში რამდენიმე ამერიკელი მაღალჩინოსანი ევროპაში იმყოფება, რათა მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადონ. კელოგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გეგმავს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას, რათა კიევისთვის დახმარების გაზრდის შესაძლებლობა განიხილოს.
„არ ვიტყოდი, რომ [სამშვიდობო გეგმის დაგეგმვის] დასაწყისში ვართ, რადგან ამაზე უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ,“ – განაცხადა კელოგმა.
„უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ევროპელების პოზიცია,“ – დასძინა მან.
აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე მუშაობენ უკრაინასთან მინერალების ხელშეკრულების ფორმალიზებაზე, რაც აშშ-ს უკრაინის მდიდარი რესურსების გამოყენების საშუალებას მისცემს. სანაცვლოდ კი კიევი მხარდაჭერას მიიღებს.