რა შემოსავალი აქვს საქართველოში ღვინის და ბრენდის უმსხვილეს მწარმოებელ ჯგუფს

2024 წელს საქართველოდან 288 მილიონი დოლარის ღირებულების სპირტიანი სასმელების და 276 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მთლიანობაში ალკოჰოლური სასმელების სექტორმა საქართველოს რეკორდული 564 მილიონი დოლარის საექსპორტო შემოსავალი მოუტანა.

ჯერჯერობით კომპანიების 2024 წლის შედეგები საჯაროდ ცნობილი არაა, თუმცა გამოქვეყნდა ღვინის და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლების 2023 წლის ფინანსური შედეგები. მათი მიხედვით, ჯგუფი, რომელმაც ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო, არის Bolero & Company-ის ჰოლდინგი.

2023 წელს ამ ჯგუფში შემავალი კომპანიების საერთო შემოსავალმა 295 მილიონი ლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი ამ ჯგუფში შემავალი კომპანიების შედეგები ასე ნაწილდება:

● შპს “BOLERO & COMPANY” – შემოსავალი 2023 წელს 85,075,184 ლარი, წმინდა ზარალი -1,399,004 ლარი;
● შპს „კ და ქართული სპირტი“ – შემოსავალი 2023 წელს 167,756,734 ლარი, წმინდა მოგება 69,884,581 ლარი;
● შპს „უნივერსალ სპირიტს“ – შემოსავალი 2023 წელს 7,002,083 ლარი, წმინდა მოგება 1,286,531 ლარი.
● შპს GVMT Group – შემოსავალი 2023 წელს 35,812,374 ლარი, წმინდა ზარალი -306,222 ლარი.

“შპს Bolero & Company ჯგუფი წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან საერთო მფლობელობაში მყოფი კომპანიები: შპს “კ და ქართული სპირტი”, შპს „უნივერსალ სპირტი“, GVMT Group-ი და ს პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობო ტერმინალი/ტერიტორია. ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილ ყურძნის ნახევარზე მეტს.

ჯგუფის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: , , ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.. ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია – დავით ივერიელი, ბეთანელი, დაისი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი, მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს 3 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი. ასევე ბრენდის – არაგვი, ვარციხე, გრემი,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, Bolero & Company-ის ჯგუფში შემავალი კომპანიების აქტივების ჯამური ღირებულება 483 მილიონ ლარს შეადგენს.
ჯგუფის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი არის ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი.