მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, დუბაიში ბურჯ-ხალიფა საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემოდ კიდევ ერთხელ გაანათეს ეროვნული დროშის ფერებში.
მსოფლიო მთავრობათა რიგით მეთორმეტე სამიტში 30-ზე მეტი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირი და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/danilo-dela-vale-640x427-Tkt8af-300x200.png)