-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით ევროკავშირის მასობრივმა რეგულაციებმა, შესაძლოა, ტექნოლოგია ჩაახშოს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტზე, ევროპელ კოლეგებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით მათ მიერ დაწესებულმა მასობრივმა რეგულაციებმა, შესაძლოა, ტექნოლოგია ჩაახშოს.
როგორც ვენსმა აღნიშნა, შეერთებული შტატები აპირებს, დარჩეს დომინანტურ ძალად ხელოვნური ინტელექტის სფეროში და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ბევრად მკაცრ მიდგომას.
„ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორის გადაჭარბებულმა რეგულაციამ, შესაძლოა, გაანადგუროს ტრანსფორმაციული ინდუსტრია“, – აღნიშნა ვენსმა პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტზე.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი იდეოლოგიური მიკერძოებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს. ვენსის თქმით, ამერიკული ხელოვნური ინტელექტი არ იქნება გამოყენებული ავტორიტარული ცენზურის ინსტრუმენტად.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”