უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს, ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს.
ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ კურსკის ოლქს შესთავაზებს.
“ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ არ იცის, რომელ ტერიტორიას გაიღებს რუსეთი კურსკის სანაცვლოდ.
“მე არ ვიცი, შევხედავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, არ გვაქვს პრიორიტეტები”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.