აჭარის მთავრობის სახლთან შეძახილებით – „ხალხი ითხოვს სამართალს“ საპროტესტო აქცია განახლდა

“სოლიდარობა ყველა ჩაგრულს, ხალხი ითხოვს სამართალს”, – ამ შეძახილებით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები 76-ე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან და პროტესტს აგრძელებენ, მთავარი მოთხოვნით, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო , ასევე, დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები.
“საქართველო ადექი, აჯანყდი! ცეცხლი ოლიგარქიას! ადამიანები ციხეში იმყოფებიან უსამართლოდ, ისინი რეჟიმის პატიმრები არიან. ამ ხელისუფლებას მაინც მოუწევს ძალაუფლების დათმობა, ხალხი არ ჩერდება, არ შერჩებათ ჩვენი ევროპული მომავლის ჩახშობა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა