გოგას მესამე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში და “ორლანდოს” მარცხი “ბოსტონთან” [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ბოსტონ სელტიკსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 128:111 დაამარცხა.
“მეჯიქის” ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 26:40 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბოსტონის” ლიდერი ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 გამარჯვებითა და 8 მარცხით მე-4 ადგილს იკავებს. “მეჯიქი” მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს კვლავ “სელტიკსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ბოსტონი”
19 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში