საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით

საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია.
„მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია. რაც შეეხება ანტიკრიმინოგენურ ინდექსს, საქართველო ევროპაში მე-8, ხოლო მსოფლიოში 20-ე ადგილზეა 2024 წლის მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.
საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში – ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ

ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა