არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სჭირდება გამოძიება

არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სჭირდება გამოძიება
კოორდინირებული მცდელობაა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ დუბაიში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია, დანარჩენს კი პროკურატურა, ხოლო საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს.
„ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს თავად პროკურატურა დაადგენს და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დაადგენს.
თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ნახავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დასჯადი. ზოგადად, ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ამ ყველაფერს სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება. დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ, საბოლოოდ სასამართლო,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ

წარმოჩენა იმისა, თითქოს ოპოზიციამ 700 000-ზე მეტი ხმა აიღო, არ არის სწორი, რადგან პირველ და მეორე ადგილს შორის წარმოუდგენლად დიდი სხვაობაა, რაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას

მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და„ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება