ტრამპის თქმით, ის ამ კვირაში ზელენსკის ესაუბრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტ სთან და სა და რუსეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მალე გაემგზავრება კიევში. თეთრი სახლის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად როდის შედგება ვიზიტი.
მანამდე ტელეარხი CNN იტყობინებოდა, რომ კელოგის მოგზაურობა მომავალ კვირაში შედგება, ხოლო France-Presse ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვიზიტი 20 თებერვლისთვის არის დაგეგმილი.
ზელენსკის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსს შეხვდება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს.
დონალდ ტრამპმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ს თითქმის სამწლიანი ომის სწრაფად დასრულების მოწოდებებით გამოვიდა, 10 თებერვალს Fox News-თან ინტერვიუში პასუხები გასცა კონფლიქტის შესახებ შეკითხვებს. სხვა საკითხებთან ერთად, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინა „ერთ დღეს შესაძლოა რუსული გახდეს“. „ის შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გახდეს რუსული, ან არ გახდეს რუსული“, – თქვა ტრამპმა.
იმავე ინტერვიუში ტრამპმა გაიმეორა სთვის ამერიკული დახმარების შესახებ თავისი შეთავაზება უკრაინის ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით, იშვიათ მიწათა ლითონების სანაცვლოდ. „ჩვენ გვექნება მთელი ეს ფული და მე ვამბობ, რომ მინდა მისი დაბრუნება. მე მათ ვუთხარი, რომ მინდა მივიღო ეკვივალენტი, მაგალითად, 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათ მიწათა ელემენტები“, – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ უკრაინელები არსებითად დათანხმდნენ ამას. „ასე რომ, სულ მცირე, ჩვენ თავს ბრიყვებად არ ვგრძნობთ“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
, რომელმაც 20 იანვარს დაიკავა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა, ამბობს, რომ ომის დასრულება სურს, მაგრამ არ ლაპარაკობს თავისი გეგმის დეტალების შესახებ. ორშაბათს Fox News-ის შეკითხვაზე, როგორია მოლაპარაკებების მაგიდასთან ორი მხარის დასმის პერსპექტივები, ტრამპმა თქვა, რომ ეს შესაძლებელია და რომ „უზარმაზარი პროგრესი“ იქნა მიღწეული გასულ კვირაში. „ჩვენ ვმუშაობთ როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან“, დასძინა მან.
გასული კვირის ბოლოს New York Post-ი ტრამპზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამერიკელი ლიდერის თქმით, პუტინმა მას უთხრა, რომ „სურს, შეწყდეს ხალხის სიკვდილი“, – ნათქვამია გამოცემაში. კრემლმა უარი თქვა სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციის დადასტურებაზე ან უარყოფაზე.
დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს ილაპარაკა კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების სასარგებლოდ, ოღონდ ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ. მაშინ მან აღნიშნა, რომ მას სურს, უკრაინიდან მიიღოს იშვიათ მიწათა მინერალები, როგორც იმ დახმარებისთვის გადასახადი, რომელსაც აშშ უწევს კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მინერალების შესაძლო მოპოვებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება განვითარდეს ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში და მტერს უკან ახევინებენ თავიანთი იარაღით,“ განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს უსაფრთხოების მკაცრი გარანტიების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში. კიევი შიშობს, რომ ნებისმიერი დარეგულირება, რომელიც არ მოიცავს სერიოზულ სამხედრო ვალდებულებებს, როგორიცაა ნატოში გაწევრიანება ან სამშვიდობო ძალების განლაგება, კრემლს უბრალოდ დროს მისცემს გადაჯგუფებისა და ხელახალი შეტევისთვის.