ზურაბ გურული: უაღრესად სასიხარულოა, რომ ამჯერად ევროპამ სწორი ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთა

“ძალიან სჭირდებოდა დღევანდელ ქართულ პროგრესულ სპექტრს დადებითი ემოციები, წახალისება და უაღრესად სასიხარულოა, რომ ამჯერად ევროპამ სწორი ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთა.
ვერანაირი პოლიტიკურ-პრაგმატული არგუმენტი ვერ გაამართლებდა ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი სასოწარკვეთილი ერისათვის ხელიდან “დროშის” გამოგლეჯას.
წინ გრძელი და რთული გზაა, ბუნდოვანიც, მაგრამ წილი ნაყარია. 1921 წელს დამუხრუჭებული ბუნებრივი პროცესი, დაკარგული საუკუნის გასვლის შემდეგ, ისევ გრძელდება.
დიდი მადლობა, ევროპა!
გილოცავთ ყველას, ვისაც გიხარიათ!
ვისაც არ გიხარიათ, იმათაც გილოცავთ, რადგან თქვენი შვილები მაინც მოახერხებენ იმის გააზრებას, თუ რატომ გვიხაროდა და მერე ისინი გაიხარებენ ჩვენს შვილებთან ერთად,” – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს