საქართველოში გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება – SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიამენეჯერმა, ნინო ჯანგირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება „დარბის ნაჯახით და მედიას დახურვით ემუქრება“.
„საქართველოში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება, რომელიც დარბის ნაჯახით. ის ამკაცრებს კანონებს, კიდევ უფრო გაამკაცრებს. მედიას გვემუქრება, საერთოდ ვეღარ იფუნქციონირებთო, რეალურად ამას გვეუბნება. გვეუბნება კანონს გავამკაცრებ, უცხოეთიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებთ და ა.შ. SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში, იქნებ ვინმემ გაიგოს. სალომე ზურაბიშვილი აპირებს მათ შორის მედიის პრობლემებზეც საუბარს და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი,“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
