დიპლომატი: ჩრდილოეთ კორეაში ასობით რუს სამხედროს მკურნალობენ

ჩრდილოეთ კორეის საავადმყოფოებში ასობით რუს ჯარისკაცს მკურნალობენ – ამბობს რუსი დიპლომატი, რითიც კიდევ ერთი კუთხით ხდის ცხადს იმ თანამშრომლობის მასშტაბს, რომელიც მოსკოვსა და ფხენიანს შორისაა უკრაინის ომთან მიმართებით.
სახელმწიფო გამოცემა “რასიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში, ჩრდილოეთ კორეაში ს ელჩმა, ალექსანდრ მატსეგორამ დეტალები არ გაამხილა ჩრდილოეთ კორეაში ჰოსპიტალიზებული რუსი სამხედროების რაოდენობაზე, ან დაჭრილთა და დაღუპულთა რიცხვზე.
“[მოსკოვსა და ფხენიანს შორის] ძმური დამოკიდებულების ნათელი მაგალითია [უკრაინის ომში] დაჭრილი ასობით სამხედროს რეაბილიტაცია კორეის სანატორიუმებსა და საავადმყოფოებში” – ამბობს ელჩი.
მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას დახმარებისთვის მიმართა დაახლოებით ექვს თვეში მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრა ში.
დასავლეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ფხენიანისგან ყიდულობდა მილიონობით საარტილერიო ჭურვს. ვრცელდებოდა სატელიტით გადაღებული სურათები, რომლებიც ასახავდა სარკინიგზო ხიდების და საპორტო ობიექტების რეკონსტრუქციას საზღვარზე, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
გასული წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეის სამხედროები გამოჩდნენ ფრონტის ხაზზე, უწინარესად რუსეთის კურსკის რეგიონში – სადაც უკრაინის ძალები აგვისტოში შევიდნენ.

ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რითიც კიდევ უფრო გააღრმავეს მათი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები.