რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოსისტემაზე

უკრაინის ენერგოსისტემას ე.წ. ავარიული გათიშვა დასჭირდა ს მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევის გამო. ამის შესახებ დღეს, 11 თებერვალს, დილით განაცხადეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ და კომპანია „უკრენერგომ”.
გალუშჩენკოს ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს გაზის ინფრასტრუქტურაზე და ენერგოობიექტებზე შეტევა განაგრძეს დილითაც.
მინისტრის თანახმად, ენერგოსისტემის ოპერატორმა კომპანიამ სასწრაფოდ დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას პერიოდულად დღემდე უტევს. ში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
ფორუმი