– „შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა სწრაფად გაწმინდოს რუსთაველის გამზირი და ამით მიულოცონ საქართველოს გასაბჭოების თარიღი მათ უფროსს

„შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა სწრაფად გაწმინდოს რუსთაველი და ამით მიულოცონ საქართველოს გასაბჭოების თარიღი მათ უფროსს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტი მშვიდობიანია და ის ხელს არავის არ უშლის.
„რამდენიმე დღეა პოლიციამ დაიწყო ხელის შეშლა რუსთაველზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაცია, რეალურად ხელს არავის უშლის, სატრანსპორტო გზები კი გადაეწყო და გადალაგდა. რატომ ხდება ეს?! პირველ რიგში, რადგან ესენი არჩეულები არ არიან, მათ „შულავერის კომიტეტი“ უნდა დავარქვათ. მათ უნდათ რუსთაველი დაიკავონ ძალიან სწრაფად, ეს არის „შულავერის კომიტეტის“ დავალება, რომ მიულოცონ გასაბჭოების, საქართველოში ოკუპაციის დაწყების თარიღი მათ უფროსს. ეს არის მათი ამოცანა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია