დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.
ტრამპმა განმარტა, რომ ტარიფი ეხება ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ განიხილავს გამონაკლისს ავსტრალიისთვის, რადგან მას სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აქვს.
„დიდი საქმეა. ეს არის ამერიკის ხელახლა გამდიდრების დასაწყისი. ჩვენი ერი მოითხოვს, რომ ფოლადი და ალუმინი დამზადდეს ამერიკაში და არა უცხო ქვეყნებში. საბოლოოდ, ეს უფრო იაფი იქნება”, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, სხვა დაგეგმილი ტარიფები შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებზე, ფარმაცევტულ ნაწარმსა და ჩიპებზე.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით – ლევან ჟორჟოლიანი