ჩვენს ირგვლივ ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ცდილობს, დაუპირისპირდეს ჩვენს სუვერენიტეტს,ჩვენ ვართ ორიენტირებულები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე

ჩვენს ირგვლივ ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ცდილობს, დაუპირისპირდეს ჩვენს სუვერენიტეტს,ჩვენ ვართ ორიენტირებულები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე
გაკვეთილი ჩვენი ისტორიიდან და ასევე უკრაინული ისტორიიდან არის ის, რომ ადამიანი მთლიანად უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფასა და დამოუკიდებლად მოქმედებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.
“ჩვენ ვისწავლეთ არა მხოლოდ უკრაინის ისტორიიდან, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი ისტორიიდან.
როგორც აღვნიშნე, 90-იანი წლებიდან საქართველოს ძალიან ბევრი ტანჯვა მოუწია და ჩვენ ოთხი სხვადასხვა ომი გვქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო სამოქალაქო ომი. 90-იანი წლების დასაწყისში სამი ომი იყო. ერთი სამოქალაქო ომი და ორი ომი საქართველოს ორ რეგიონში. 2008 წელს კი იყო რუსეთ-საქართველოს ომი. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ამისგან.
ყველაზე ზოგადი გაკვეთილი ჩვენი ისტორიიდან და ასევე უკრაინული ისტორიიდან არის ის, რომ ადამიანი მთლიანად უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფაზე და დამოუკიდებლად მოქმედებაზე.
ყოველთვის არიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, გავლენიანი დაინტერესებული მხარეები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ინტერესები, მაგრამ ზრუნავენ საკუთარი სახელმწიფოსა და ერის ინტერესებზე. ასე რომ, ეს არის გასაღები: თუ შეინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, შეძლებთ თავიდან აიცილოთ თქვენს გარშემო არსებული უსიამოვნებების უმეტესობა. ეს არის მთავარი საკითხი.
ამიტომ ჩვენ ვართ ორიენტირებულები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.
ჩვენს ირგვლივ ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ცდილობს დაუპირისპირდეს ჩვენს სუვერენიტეტს, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორია, ვგულისხმობ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, იყო მხოლოდ ბრძოლა სუვერენიტეტისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ