ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ

ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, შესაძლებელია შეინარჩუნო დამოუკიდებლობა, მშვიდობა ქვეყანაში, ღირსება, ხელი შეუწყო კეთილდღეობას და გახდე ევროკავშირის წევრი.
„ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ. ძირითადად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, ეს იყო ჩვენი მთავარი სლოგანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავსებადია ერთმანეთთან.
შესაძლებელია შეინარჩუნოთ თქვენი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, შეინარჩუნოთ ღირსება, ხელი შეუწყოთ თქვენს კეთილდღეობას და გახდეთ ევროკავშირის წევრი და შეინარჩუნოთ თქვენი წევრობა ევროკავშირში.
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ტენდენციები მომავალში უფრო პოზიტიური იქნება. ჩვენ არ მოგვწონდა წინა ტენდენციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული ცვლილებები, იქნება მომავალ ტენდენციებში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”