ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრი გაიღო ქვეყნის ინტერესებისთვის, მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია

ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრი გაიღო ქვეყნის ინტერესებისთვის, მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია
შემიძლია ძალიან მტკიცედ ვთქვა, რომ ჩვენთვისაც და პირადად ჩემთვისაც ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია და მის ნაბიჯებს მივყვებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, ბევრი რამის დათმობა მოუწია, რადგან მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ საქართველოს ისტორიით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი მისაბაძი მაგალითი, ძალიან ცნობილი მეფეები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვყავს, მაგალითად, მეფე დავით IV, რომელმაც საქართველო მართლაც დიდებულად აქცია ჩვენს ისტორიაში.
ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი მეფე ერეკლე II და მან მიიღო ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებები, რომლის წყალობითაც საქართველომ მოახერხა გადარჩენა, რელიგიის დაცვა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ გამხდა დამოუკიდებელი ქვეყანა.
ჩვენ გვყავს, მაგალითად, ძალიან ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია.
ჩვენ ბევრი მისაბაძი მაგალითი გვყავს და ვამაყობთ საქართველოს ისტორიით.
როცა ვსაუბრობთ თანამედროვე პოლიტიკაზე, ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის, ამას ჩვენი თანაგუნდელებიც დაადასტურებენ, რომ გვყავს ჩვენი პარტიის ლიდერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ბიზნესმენი იყო, ახლა კი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის. მან ბევრი გაიღო ამ ქვეყნის ინტერესებისთვის.
2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, ბევრი რამის დათმობა მოუწია, რადგან მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა. ადამიანებისთვის ადვილი არ არის მსხვერპლის გაღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ აქვთ ასეთი დიდი დაბრკოლებები.
მაგრამ მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო.
ბოლო სამი წლის განმავლობაშიც კი, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლის გამო, მას უამრავი პირადი პრობლემა შეექმნა. შემიძლია ძალიან მტკიცედ ვთქვა, რომ ჩვენთვისაც და ჩემთვისაც ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია და მის ნაბიჯებს მივყვებით”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით