ეს არის სიტყვა-სიტყვით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადმოტანა იმ ყველაფრის, რაც უკვე რუსეთში მოხდა” – ასე აფასებს მომღერალი ირმა სოხაძე საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
ირმა სოხაძე “ტვ პირველის” ეთერში ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უდანაშაულო მოქალაქეების საპყრობილეში გამოკეტვის ფონზე, ადამიანების წამებასა და ცემაში მხილებული შსს-ს თანამშრომლები თბილისის ქუჩებში თარეშობენ.
ეს არის სიტყვა-სიტყვით, ნაბიჯ- აბიჯ, ეტაპობრივად იმ ყველაფრის გადმოტანა, რაც მოხდა უკვე რუსეთში. ჩვენ მალე შეიძლება დავრჩეთ ყოველგვარი ოპოზიციური მედიის გარეშე, თავისუფალი სიტყვის გარეშე. დემოკრატიაზე აღარ არის ლაპარაკი, ეს არის ადამიანის ყველა უფლების შეზღუდვა და მოდით ამაზე დავფიქრდეთ… მზია უნდა დაისაჯოს თურმე იმიტომ, რომ კანონი ერთია ყველასთვის და არცერთი ძალოვანი, რომელმაც თავპირი გაუერთიანა ბავშვებს, მათ არ სჯიან”, – ამბობს ირმა სოხაძე.