თინა ხიდაშელი – ოპოზიციაში უნდა ჩამოყალიბდნენ, დასხდნენ იმასთან, ვისთანაც შეუძლიათ, საუბარი უნდა დაასრულო – ერთ-ერთი პრეტენზია სალომე ზურაბიშვილის მიმართ სწორედ ამ ხასიათისაა, არჩევნების წინ მანაც შეიტანა წვლილი გაუთავებელ საუბარში

თუ გახარიას პარტია მთლიანად დატოვებს პარლამენტს, მანდატების რაოდენობა 89-ზე ჩამოვა, მაშინ 20 მარტს საქართველოში პარლამენტი იქნება არაქმედითუნარიანი – დიახ, ისე გამოვიდა, რომ დღეს ეს გასაღები გახარიას უჭირავს ხელში, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, არსებობს შანსი, რომ „ორი დეპუტატის გამოცლით, ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისი დადგეს“.
„ვფიქრობ, რომ დე ფაქტო პარლამენტში რომელიმე ოპოზიციური პარტიის ყოფნა არ არის სწორი, რა საკითხითაც არ უნდა იყოს იქ წარმოდგენილი, ეს ხელს უშლის მთავარ ამოცანას. კონსტიტუციაში შავი თეთრზე წერია, რომ პარლამენტი, მაშინ არსებობს, როდესაც 2/3-ის მანდატი არის ცნობილი და ქმედითი. მორჩა, წერტილი. ახლა 2 დეპუტატის გამოცლით „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰყავს 100 დეპუტატი, 2/3 რომელსაც კონსტიტუცია მოითხოვს, როგორც აუცილებელ პირობას იმისთვის, რომ შეკრებას, რომელიც რუსთველის 8 ნომერში მიმდინარეობს, პარლამენტი ერქვას. ქუჩაში მყოფი ადამიანებისთვის ევროპელებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამერიკელებისთვის ის არ არის ლეგიტიმური. ჩვენ გვაქვს შანსი ამ 2 დეპუტატის გამოცლით, კონსტიტუციური კრიზისის დავაყენოთ ქვეყანაში. თუ გახარიას პარტია მთლიანად დატოვებს პარლამენტს და მანდატების რაოდენობა 89-ზე ჩამოვა, მაშინ 20 მარტს საქართველოში პარლამენტი იქნება არაქმედითუნარიანი. ეს ორგანო არა მხოლოდ არალეგიტიმური, არაქმედითუნარიანი ხდება. დიახ, ისე გამოვიდა, რომ დღეს ეს გასაღები გახარიას უჭირავს ხელში. დღეს ეს მთლიანად არის მათზე დამოკიდებული“,- განაცხადა ხიდაშელმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ იყენებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ამ გასაღებს, ხიდაშელი პასუხობს, რომ მას არ სჯერა, რომ გიორგი გახარია ს მიერ იმართება, ერთადერთი მიზეზი რჩება ის, რომ პარტიამ არ დაკარგოს დაფინანსება.
„მე არ მაქვს ვერსია, რადგან მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც კონსპირაციის თეორიებით არიან შეპყრობილები. ხან სალომე ზურაბიშვილზე აცხადებენ ბიძინას პროექტად, ხან გახარიას. არ მჯერა ამის, არ ვფიქრობ ასე. არ ვფიქრობ, რომ გახარია ტელეფონით არის მიერთებული ბიძინასთან და იმას აკეთებს, რასაც ბიძინა ავალებს, არ მჯერა ამის. ამიტომ არ მაქვს პასუხი. ვერ ვხვდები გაჟინიანების მიზეზს. მაშინ, როდესაც ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა. ამბობს, რომ ბოიკოტშია, რჩება ერთადერთი ვარიანტი, რომ პარტიამ არ დაკარგოს დაფინანსება“,- განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგია აქციებს ორგანიზატორები რომ არ ჰყავს, რადგან ისინი უკვე ციხეში იქნებოდნენ და ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოძრაობები იყოს სპონტანური, რადგან პროტესტის სახალხობას ადასტურებს.
„ის, რომ აქციის ორგანიზატორები არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები, ეს კარგია რამდენიმე მიზეზის გამო: ამ აქციებს კონკრეტული ორგანიზატორი რომ ჰყოლოდა, დიდი ხნის წინ იქნებოდნენ ციხეში გამომწყვდეულები. ეს არის დიქტატურების მახასიათებლები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი მოძრაობები იყოს სპონტანური. ეს ადასტურებს პროტესტის სახალხოობას. ადასტურებს იმას, რომ ეს არის გაბრაზებული ამომრჩევლის პროტესტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და არა ერთი რომელიმე ძალის მხარდამჭერების პროტესტი. ყველა მოქალაქე ღირებული და მნიშვნელოვანია, ვისაც უნდა საქართველოს ევროპული მომავალი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ამ პროტესტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების 30 წლის შემდეგ იდეალური დაბადება ხდება“,- აღნიშნა მან.
ხიდაშელის შეფასებით, ოპოზიციამ საუბარი უნდა დაასრულოს და დასხდნენ იმასთან ვისთანაც შეუძლიათ.
მისივე თქმით, ეს პროცესი, რაც უფრო სწრაფად დასრულდება, მით უფრო სასარგებლო იქნება პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღისთვის.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლი არ არის, პირიქით, კაცობრიობამ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები იმიტომ მოიგონა, რომ ადამიანები შეთანხმებული ვართ, რომ არის საკითხები, რომელსაც კოლექტიურად ჩვენ ვერ ვწყვეტთ და უმჯობესია მისი დელეგირება მოხდეს ორგანიზებული ჯგუფისთვის. ვიღაცას აქვს განცდა, რომ არ არის საკმარისი, პარტიები არცერთი არ ვარგა – ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მთავარი ამოცანა არ არის ის, რომ სიყვარულებით და ემოციებით მოვახდინოთ მომავლის პროექცია, არამედ იმ რეალობაში ვაპირებთ, რომელშიც ვართ, ამ პოლიტიკური პარტიებით, „ქართული ოცნების“ ჩათვლით. ასეთი მოცემულობაა საქართველოში – ყოფილი ხელისუფლება, მოქმედი ხელისუფლება, სხვა პოლიტიკური პარტიები, ვიღაც ბიზნესიდან არის მოსული, ვიღაც სხვა სექტორიდან – ისეთია როგორიც არის. უნდა გავერკვეთ და ჩამოყალიბდნენ, ვის ვისთან შეუძლია საუბარი. საუბარი უნდა დაასრულო, უნდა გაერკვნენ, დასხდნენ იმასთან ვისთანაც შეუძლიათ. დაასრულონ ეს გვერდზე დაჯდომის მოწოდებები მასთან, ვისთან არ შეუძლიათ და შესაბამისად, ამ პროცესისგან რა სუბიექტებიც დარჩება, გავაგრძელოთ ცხოვრება.
ერთ-ერთი პრეტენზია ს მიმართ, სწორედ ამ ხასიათისაა. ვფიქრობ, რომ ს წინ მანაც შეიტანა თავისი წვლილი ამ გაუთავებელ საუბარში და არა იმ თემებზე ფოკუსირებაში, რომელიც მოსახლეობის წინაშე იდგა. ეს პროცესი, რაც უფრო სწრაფად დასრულდება, მით უფრო მომგებიანი და სასარგებლო იქნება პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღეში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა