მემანიშვილი აქციის მონაწილეების ძალისმიერი მეთოდებით დაპატიმრებაზე: დაკავების წესია

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეებს გზის გადაკეტვის ბრალდებიტ ძალისმიერი მეთოდებით აკავებენ,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი მივიდა.

პოლიციის მაღლაჩინოსანმა საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალისმიერი მეთოდებით დაპატიმრების საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს “დაკავების წესია”.

დაკავების წესია ზოგადად ეგეთი, როცა დაკავებული წინააღმდეგობას გვიწევს. ის ხალხი დგას იქეთ, იქით დგომას არავინ არ უშლის. გზის სავალ ნაწილზე არ გადმოვიდნენ. ცდილობენ აქეთ გადმოსვლას და მაგ დროს დავაკავეთ. არავინ არ აწვება. გზაზე იყვნენ და ხელოვნურად კეტავდნენ გზის სავალ ნაწილს, ჩვენს მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ. საჭირო იყო ამ პოლიციელების მობილიზება”, – ამბობს გოგა მემანიშვილი.

ცნობისთვის, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი და კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს.

წყარო