“ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის” – ღარიბაშვილი

„14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება, ევროკავშირის ელჩებს, ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში.

ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში.

კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. დიდი მადლობა“, – ეს განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში