ISSA – რესპონდენტების უმრავლესობა, 62%-მდე ქვეყნის არასწორი მიმართულებით სვლაზე მიუთითებს – 82.1% ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს, ხოლო 78%-მდე კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევას აქვეყნებს.
ორგანიზაციის თანახმად, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” (ISSA) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2025 წლის 18-30 იანვარს ჩაატარა.
კვლევის შედეგები ასახავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის განწყობებსა და დამოკიდებულებებს საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ. უფრო კონკრეტულად:
რესპონდენტების უმრავლესობა (62%-მდე) ქვეყნის არასწორი მიმართულებით სვლაზე მიუთითებს.
გამოკითხულების 82.1% ქვეყანაში დღესდღეობით შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს, ხოლო 78%-მდე პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.
კვლევის თანახმად, ქვეყნის წინაშე მდგარ, ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებად მოსახლეობა გამოკვეთს: ა) მაღალი ფასებს და ბ) უმუშევრობას. გარდა ამისა, მწვავე პრობლემათა რიგშია: ქართველების ემიგრაცია, ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება, სიღარიბე, უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო , კრიმინალი და დაუცველობა და სხვ.
67.1%-ს ირაკლი კობახიძის მიერ, 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება მიუღებლად მიაჩნია.
უმრავლესობა (55%-მდე) თვლის, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა ს/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება. ამასთან, 30.1%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. მხოლოდ 7%-ია დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება“ დგას დასავლეთთან (ევროპა, ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე.
რესპონდენტთა უმრავლესობა (67%-მდე) აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა – 86.3%, ხოლო ნატოში გაწევრებას – 74.2%. ამის მიუხედავად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მომხრეა იმის, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ჰქონდეს ნეიტრალიტეტი.
მოსახლეობის უმრავლესობას (54.2%) „დიფ-სთეითის“ და “გლობალური ომის პარტიის” ანტიქართული გავლენების შესახებ “ქართული ოცნების” განცხადებები არადამაჯერებლად მიაჩნია; მეოთხედს (25.3%) კი უჭირს ამ განცხადებების სანდოობაზე პოზიციის გამოხატვა.
რესპონდენტთა 60%-მდე ემხრობა საქართველოში მიმდინარე პროტესტს; რესპონდენტთა 45% პროტესტის აქტიური მხარდამჭერია.
„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რესპონდენტთა დაახლოებით 43%-ის აზრით, ჩატარდა უსამართლოდ, ხოლო, დამატებით 16%-ის მიხედვით – თანაბრად სამართლიანად და უსამართლოდ (“50/50”-ზე).
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51.3%) აცხადებს, რომ არჩევნებში ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, ხოლო დაახლოებით მესამედი (32%) – ადასტურებს “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემას. საკუთარ არჩევანს არ ამჟღავნებს 17%-მდე.
“ქართული ოცნების” ყოფნას ხელისუფლებაში უკანონოდ/არალეგიტიმურად მიიჩნევს 48%-მდე, ხოლო კანონიერად/ლეგიტიმურად – 39.2%.
უმრავლესობა ეთანხმება მიმდინარე პროტესტი ძირითად მოთხოვნებს; კერძოდ, 62% მხარს უჭერს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხოლო 76.3% – პატიმრების განთავისუფლებას.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, დიდ უმრავლესობას (80%-ის ფარგლებში), აქვს მონაწილეობის მაღალი მზაობა. ხოლო იმათ შორის, ვინც ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა (ალოკაციით) შეადგენს 31.5%-ს.
რესპონდენტთა უმრავლესობა (55%-მდე) არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ დარჩება, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე. ასეთ საფრთხეს მეტ-ნაკლებად ხედავს რესპონდენტთა 35.5%; თუმცა, ამაში მხოლოდ 15.3%-ია დარწმუნებული.
ბოლო თვეებში სხვადასხვა აქტორის საქმიანობის/მოვლენის შეფასებისას, ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ვლინდება ს საქმიანობის მიმართ (49%).
ბოლო თვეებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დადებითად შემფასებელთა წილი (36%-მდე) აჭარბებს უარყოფითად შემფასებელთა წილს (30%-მდე).
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობის უარყოფითად შემფასებელები (38%-მდე) აჭარბებენ დადებითად შემფასებლებს (33.2%); ხოლო „ქართული ოცნების“ საქმიანობას, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უარყოფითად აფასებს ნახევარზე მეტი (53.2%).
ნეგატიური შეფასება ხვდა წილად ს არჩევას საქართველოს პრეზიდენტად (57.2%).
გამოკითხულთა 52%-მდე სამართლიანად მიიჩნევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ს მიმართ, ხოლო თითქმის ამდენივე – მაღალჩინოსნების მიმართ.
რესპონდენტები ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ძირითადად იღებენ საქართველოს სატელევიზიო არხებითა და სოციალური მედიით.
სატელევიზიო არხებს შორის, არცთუ დიდი დისტანციით, ლიდერობენ იმედი (42%-მდე), მთავარი არხი (38%-მდე) და ტვ პირველი (33.4%). სოციალურ მედიებს შორის კი, უპირობო ლიდერია „ფეისბუქი“.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მაშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
ორგანიზაციის თანახმად, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
პრესრელიზი და კვლევის დოკუმენტი იხილეთ ბმულზე:

ასევე დაგაინტერესებთ