ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად ქვეყნის სუვერენიტეტის მკვეთრ ხაზებს ავლებს

ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა. ამასთან დაკავშირებით მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა განცხადება, რაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი .
მისივე თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად ქვეყნის სუვერენიტეტის მკვეთრ ხაზებს ავლებს. „ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.
ამასთან დაკავშირებით მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა განცხადება, რაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად ქვეყნის სუვერენიტეტის მკვეთრ ხაზებს ავლებს. ყველა პირი რომლის ბრალეულობა სამართლებრივად დადასტურდება დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით ისე რომ ეს მაგალითი გახდეს ყველა გარე თუ შიდა აქტორისათვის რომელიც ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ