მაკა ბოჭორიშვილი: ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია დღევანდელი დღე, ამ ისტორიული გადაწყვეტილების ზეიმი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ნამდვილად ემოციურია ამდენი ადამიანის ხილვა თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი თარიღის ასე აღნიშვნა, რადგან ჩვენთვის ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი, რამაც ქვეყანა მიიყვანა ამ ეტაპამდე. ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი