კანდიდატის სტატუსის მიღებამ, მთელი ქვეყანა გააერთიანა – თავისუფლების მოედანი დღეს დიდი ზეიმის, სიხარულის და ემოციების გამოხატვის ადგილია

თავისუფლების მოედანი დღეს დიდი ზეიმის, სიხარულის და ემოციების გამოხატვის ადგილი იყო – ათობით ათასი ადამიანია დღეს, ქუჩებში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსული. ეს ქუჩები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით არის გადაჭედილი.
საქართველოს მოქალაქეები დღეს თბილისიდან და რეგიონებიდან მოვიდნენ – დღეს ეს ერთიანობა ერთმა მიზანმა განაპირობა, იმ ისტორიული გამარჯვების აღნიშვნამ, რომელიც გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც ევროპულმა საბჭომ გააფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი