ნათია ფანჯიკიძე: ბურჭულაძეს ოპერაში არ უშვებთ, ქათამაძეს გალიაში ჩასმას უპირებთ და აწი მე უნდა გიმღეროთ და თქვენ ითმინოთ

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
ფსიქოლოგებთან და სხვა კარგ ადამიანებთან ერთად დღეს ასამართლებენ ნინო ქათამაძესაც. ვინ არ ინატრებს მის საკანში მუსიკის გაკვეთილებს, ხოდა რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ვიცინოთ ამ
აბსურდზე, კრიმინალური “სამართალი” რომ უდანაშაულო ხალხს უსჯის სასჯელს.
ჩემი სოლიდარობა გოგო ბულბულს.

მელოდია არ მახსოვდა წესიერად, ბოდიშს გიხდით, მაგრამ
ბურჭულაძეს ოპერაში არ უშვებთ, ქათამაძეს გალიაში ჩასმას უპირებთ და აწი მე უნდა გიმღეროთ და თქვენ ითმინოთ