საერთაშორისო ბრენდის ,,McDonald’s-ის ახალი ფილიალის საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს კომპანია „იმპოსტი მეპ“ შეასრულებს

საერთაშორისო ბრენდის ‘’McDonald’s-ის ახალი ფილიალი მალე თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაიხსნება. ახალი 2 სართულიანი რესტორანი – დარბაზს, სამზარეულოს, საპირფარეშოებს და ვერანდას აერთიანებს.
საინჟინრო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპ”-ის გამოცდილი გუნდი შეასრულებს. სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული იქნება საერთაშორისო ბაზრის წამყვანი ბრენდების პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გარანტიას.
,,იმპოსტი მეპ”-ის მიერ პროექტირების ეტაპი უკვე დასრულებულია და შეთანხმებულია McDonald’s-ის -ს სათავო ოფისთან. საინჟინრო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება, რომელიც მოიცავს გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის, ხანძარქრობის, წყალმომარაგების, წყალარინების და სანიაღვრე სისტემების მონტაჟს.
გათბობა, გაგრილება ვენტილაციის სისტემებისათვის გამოყენებული იქნება ევროპული ბრენდის ‘’Rooftop” დანადგარები. ‘’Rooftop”-ის დანადგარები შექმნილია გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების უზრუნველსაყოფად. ისინი მონტაჟდება სახურავზე, რათა შენობის სივრცე მაქსიმალურად იყოს ათვისებული.
გათბობა, გაგრილების და ვენტილაციის სისტემები არეგულირებს დახურულ სივრცეში საჭირო რაოდენობისა და ხარისხის ჰაერის მიწოდებასა და სასურველი ტემპერატურისა თუ ტენიანობის შენარჩუნებას. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ,,იმპოსტი მეპ” იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს შენობის ენერგოეფექტური კონდიცირებისათვის.
,,იმპოსტი მეპ” ქართულ საინჟინრო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებას, ინსტალაციას და ექსპლუატაციის შემდეგომ ტექნიკურ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია;
წყალგაყვანილობის სისტემები;
ელექტროობა და სუსტი დენები.