დიდთოვლობის გამო, პეკინში ერთმანეთს მეტროს ორი მატარებელი შეეჯახა | დაშავდა 515 ადამიანი

დიდთოვლობის გამო, პეკინში ერთმანეთს მეტროს ორი მატარებელი შეეჯახა | დაშავდა 515 ადამიანი
პეკინში დიდთოვლობის გამო, მეტროს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 515 ადამიანი საავადმყოფოში დაშავდა, მათგან საავადმყოფოში 102 ძვლების მოტეხილობით გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი გზების მოყინვა გახდა, რის გამოც ერთ-ერთმა მატარებელმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო და მეორე მატარებელს შეეჯახა.

პეკინში ძლიერი თოვლის გამო საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი შეფერხებულია. ზოგიერთ ქალაქში დახურულია სკოლები და ბაღები.