დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დაწესდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში შესულ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადს დააწესებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს ყველასთვის გამოაცხადებს.
BBC-ი წერს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი ყველაზე დიდ გავლენას კანადაზე მოახდენს, რადგან კანადა და მექსიკა ფოლადის მიწოდების კუთხით აშშ-ის ორი უდიდესი პარტნიორია. ამასთან, კანადა აშშ-სთვის ალუმინის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კვირის ბოლოს საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც შეერთებული შტატებიდან იმპორტზე გადასახადებს აწესებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო