მზია ამაღლობელი 30 დღეა შიმშილობს

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა “ვივა მედში” გასულ კვირას გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამაღლობელი ამ დრომდე სტაციონარულ დაკვირვებას საჭიროებს. პარალელურად, შიმშილობას განაგრძობს თემურ ქათამაძე, რომელსაც საზოგადოება ბათუმელი მედროშის სახელით იცნობს. საპატიმროში შიმშილობს რეჟიმის ტყვე ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომლის მოსანახულებლად ადვოკატი დღეს უნდა შევიდეს და ამის შემდეგ , უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორია მისი მდგომარეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით