CBS: შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდება.
ტელეკომპანია CBS News-ის ინფრმირებული წყაროების ცნობით, შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. კონფერენცია 14 თებერვალს იწყება. ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალოდნელ შეხვედრაზე გასულ კვირაში წერდა გამოცემა New York Post-იც.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ჯეი დი ვენსს არაერთხელ უთქვამს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
რამდენიმე დღის წინ, სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინოს ში ომის დასრულების გეგმა. ეს ინფორმაცია უარყო უკრაინის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა.
7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირაში, ვაშინგტონში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებამდე გაიმართოს.