პაატა სალია USAID- ზე: ამ ორგანიზაციას მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას

პაატა სალია USAID- ზე: ამ ორგანიზაციას მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას
ჩვენ ასე ნუ შევხედავთ, რომ USAID- ი მხოლოდ ცუდ რამეს აკეთებდა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მრავალი წლის განმავლობაში არსებობს ეს ორგანიზაცია და მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, ისევე როგორც საქართველოში ჩვენ გვახსოვს არაერთი პროექტი და დახმარება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ USAID- ზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ხშირ შემთხვევაში ეს იყო დახმარება, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში მიემართებოდა და საქართველოს ხელისუფლება ამ დონორებისგან მიღებულ თანხებს ახმარდა იმ მიზნებს, რისთვისაც ეს იყო განკუთვნილი. ყველა თეთრი არის გამჭვირვალე და საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ეს სიკეთეები.
აქ საპირწონეზე დგას ის მოქმედებები, რაც ამ პერიოდში გახდა ცნობილი ჩვენთვის. ჩვენ ამას ვვარაუდობდით, ვამბობდით, ვიცოდით, თუმცა უკვე აშშ -ის ხელმძღვანელი პირებისგან, მათ შორის პრეზიდენტისგან, გახდა ცნობილი, რომ ეს ორგანიზაცია იმ კეთილშობილურ მიზნებთან ერთად, რომელსაც ახორციელებდა მნიშვნელოვანწილად, ამ დაფინანსებაში ლომის წილი მოდიოდა სწორედ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ემსახურებოდა სხვადასხვა ქვეყანაში გადატრიალების, ფერადი რევოლუციების დაფინანსებას, მათთვის სასურველი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და ა.შ.
რა თქმა უნდა, კარგი არის გაკეთებული, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ამიტომ ამის შედარება და ხაზგასმა იმის, რომ მხოლოდ კეთილ საქმეებს აკეთებდა, ამ მოცემულ შემთხვევაში არასწორია“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება