დევიდ კამერონმა და ენტონი ბლინკენმა ისრაელ-ღაზას შორის კონფლიქტი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა -ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ისრაელსა და ღაზას შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ესაუბრა.
„ბიბისის“ ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განიხილეს „ისრაელის თავდაცვის უფლება და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობა ღაზაში დახმარების უსაფრთხო გატარების მიზნით“.
ამასთან, დევიდ კამერონმა და ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზეც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა და კამერონმა „ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)