პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
პროტესტის 74-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მიმდინარე აქციას დღეს შეუერთდა სერიალ “შუა ქალაქის ფანების” მარშიც.
მანამდე, რუსთაველის გამზირის გარკვეულ პერიმეტერზე სამართალდამცველების კორდონი იდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?